2 თვე შოვის ტრაგედიიდან და პასუხგაუცემელი კითხვები - ლელო მტკიცებულებების გასაჯაროებას ითხოვს
ორი თვე შოვის უმძიმესი ტრაგედიიდან და ისევ პასუხგაუცემელი კითხვები. მთავრობა ირწმუნება, რომ ერთ წელიწადში 150 მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მონიტორინგის სადგური ამუშავდება. თუმცა მსგავსი დაპირებები ბოლო წლებში არაერთი გვახსოვს. ადრეული გაფრთხილების სისტემების დამონტაჟება ჯერ კიდევ 2019 წელს დააანონსეს, თუმცა ეს დაპირება შოვის ტრაგედიამდე აღარ გახსენებიათ.
"ლელო" კი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს სისხლის სამართლის საქმის მასალები გაასაჯაროოს. გამოძიების დაწყებიდან 2 თვის შემდეგაც არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება, რა მოიკვლია შს სამინისტრომ. ოპოზიციურ პარტიაში ეჭვი ეპარებათ, რომ სითბური დრონები საერთოდ არ იყო გამოყენებული სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ხალხის მოსაძებნად. ამიტომ ხელისუფლებას მოუწოდებენ დრონების ჩანაწერებიც გასაჯაროვდეს.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.