რაჭის ტყეების შემდეგ დავით ხიდაშელს შესაძლოა, რიყის დოქებიც წაართვან
რაჭის ტყეების შემდეგ დავით ხიდაშელს შესაძლოა, რიყის დოქებიც წაართვან. ეკონომიკის მინისტრი ადასტურებს, რომ თუ ვალდებულებები არ შესრულდება, ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება. დიდი განხეთქილება ოლიგარქებს შორის თუ მიზანმიმართული დისტანცირება კრემლთან დაახლოებულ ბიზნესმენთან. ხიდაშელისთვის ჩამორთმეული რაჭის ტყეები ისევ მუნიციპალიტეტს უბრუნდება. მთავრობაში ამბობენ, რომ ხიდაშელმა აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა. არც რეგიონი განვითარებულა და არც ხალხი დასაქმებულა. ახლა კი რიყის დოქების ჯერიც დგება. ფაქტია, რომ წელიწადნახევრის წინ ნაყიდი შენობები ისევ უფუნქციოდ დგას.
ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის სიუჟეტში.