"ფარცხალაძეს რომ ვებრძვით და ვამხელთ რუსულ აგენტურაში, ამას ეძახის ნიკა დრომოჭმულს?" - ბარამიძე

23.10.23 22:17
"ფარცხალაძეს რომ ვებრძვით და ვამხელთ რუსულ აგენტურაში, ამას ეძახის ნიკა დრომოჭმულს?" - ბარამიძე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე პარტიის ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ნიკა მელია პარტიის ლანძღვას აგრძელებს.

როგორც პოლიტიკოსმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ბრძოლის ველზეა.

"ნაციონალური მოძრაობა", მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ბრძოლის ველზეა. ვწუხვარ, რომ ნიკა მელია პარტიის ლანძღვას აგრძელებს. ფარცხალაძეს რომ ვებრძვით და ვამხელთ რუსულ აგენტურაში, ამას ეძახის ნიკა დრომოჭმულს? არ არის იგი გულწრფელი და არ შეესაბამება სიმართლეს. დავით კეზერაშვილი, რომელიც "ფორმულას" მფლობელია, არ გვჭირდება? მაშინ, როდესაც ნიკა ნაცმოძრაობის თავმჯდომარე იყო და "ფორმულა" გვეხმარებოდა, მაშინ კარგი იყო კეზერაშვილი და ახლა არის ძველი იდეების მატარებელი? ყველა ადამიანი არის ზეგავლენის მქონე ადამიანი, გააჩნია ვის, რა რესურსი აქვს დახარჯული ჩვენ პარტიაზე. ზოგს მეტი გავლენა აქვს და ზოგს ნაკლები - აღნიშნა ბარამიძემ.

 

მსგავსი სიახლეები