მელია, ხაბეიშვილი, გვარამია, რულოვსი და სხვები - მოხდება თუ არა ენმ-ის ახალი და ძველი პოლიტსაბჭოს გაერთიანება

23.10.23 22:51
მელია, ხაბეიშვილი, გვარამია, რულოვსი და სხვები - მოხდება თუ არა ენმ-ის ახალი და ძველი პოლიტსაბჭოს გაერთიანება

მოხდება თუ არა "ნაციონალურ მოძრაობაში" ძველი და ახალი პოლიტიკური საბჭოს გაერთიანება - წინადადება ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ "ტვ პირველის" ეთერში საუბრის დროს წამოჭრა.

ოპოზიციის წარმომადგენელი შეცდომას უწოდებს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც პოლიტსაბჭოს ამჟამინდელ შემადგენლობაში ნიკა მელია, აკო მინაშვილი, გიორგი პატარაია და სხვები აღარ არიან.

მისი თქმით, ახლა დროა, წყენა ყველამ დაივიწყოს, უკანა პლანზე გადადოს და ენმ გაერთიანდეს.

პოლიტსაბჭოს არჩევნების დროს, შეცდომა დაუშვა ჩვენმა გუნდმა, აქ შეუმცდარი არავინ არ არის და ეს ცოდვა ნაცმოძრაობას აქვს დაშვებული. ნიკა უნდა ყოფილიყო პოლიტსაბჭოს წევრი, ისევე როგორც, აკო მინაშვილი, გიორგი პატარაია, ზურა მელიქიშვილი და სხვები, მაგრამ ახლა ნიკა თავს ესხმის ვანო მერაბიშვილს და დავით კეზერაშვილს. ამ პარტიას ისინი არ მართავენ, ამ პარტიას მიხეილ სააკაშვილი მართავს. დროა, წყენები გადავდოთ უკანა პლანზე და გავერთიანდეთ. მე მაქვს წინადადების მოდიფიკაცია, ავიღოთ და გავაერთიანოთ ახალი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭო და ძველი მთლიანად, ეს დიდი ორგანიზმი იქნება, შევქმნათ ამისი შეკუმშული ვარიანტი, რომელშიც შევალთ 15-20 კაცი, მათ შორის, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი. ნიკა გვარამიას, სანდრა რულოვსს ვთხოვოთ გაერთიანება, დავამწუხროთ მტერი და დავანახოთ ჯანსაღი ძალების ერთიანობა - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

 

მსგავსი სიახლეები