ევროპული გზა - ლომჯარია პრეზიდენტთან ერთობლივ მუშაობას არ გამორიცხავს
ყოფილი სახალხო დამცველი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირის გზაზე, პრეზიდენტმა და მესამე სექტორმა ერთად იმუშაონ.
რაც შეეხება პრეზიდენტის სამოქმედო გეგმას, ნინო ლომჯარიას თქმით, ეს უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი:
შეიძლება გარკვეული მიმართულებით ერთადაც მუშაობა, გარკვეული მიმართულებებით ცალ-ცალკე, თუმცა კოორდინირებით. გადამწყვეტი მომენტი დგება 2 თვეში მაქსიმუმ ჩვენ გვექნება პასუხი სტატუსთან დაკავშირებით, სტატუსის მიღების შემდგომ არის მთავარი სამუშაო გასაკეთებელი, ამაზეც ვისაუბრეთ, თუმცა დღეს იყო უფრო ერთ პოზიციაზე, როგორ ვხედავთ და ვხედავთ თუ არა დაახლოებით ერთნაირად მომავალ პერიოდს და ჩვენ როლს ამ პერიოდში. მისი კონკრეტული გეგმები არ გაუცნია, თუმცა როგორც ვიცი, გახდება უახლოეს პერიოდში საჯაროდ ცნობილი"- ამბობს ნინო ლომჯარია.
შეგახსენებთ, ნინო ლომჯარია ეკა გიგაურთან, თინა ხიდაშელთან და თამარ ჩუგოშვილთან ერთად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დღეს შეხვდა