ფსიქიატრების შემდეგ სიცრუის დეტექტორი პარლამენტში - "ოცნების" დეპუტატის ახალი ინიციატივა

10.06.21 19:19
ფსიქიატრების შემდეგ სიცრუის დეტექტორი პარლამენტში - "ოცნების" დეპუტატის ახალი ინიციატივა

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირმა ზავრადაშვილი, ირწმუნება, რომ პარლამენტში მას დისკრიმინაციული განცხადება არ გაუკეთებია. 

არანაირი ნეგატიური კონტექსტი, არც კონკრეტული ადამიანი დამისახელებია და არც ვინმეს მიმართ არ მითქვამს, მაგრამ როცა სიტუაცია არაჯანსაღი ხდება, იქ ფსიქოლოგის და ფსიქიატრის ჩარევა აბსოლუტურად ადეკვატურია",- აღნიშნავს დეპუტატი და იქვე ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში სიცრუის დეტექტორის საჭიროებაც დგას.

დეპუტატს უკვირს, რატომ აღიქვეს მისი განცხადება დისკრედიტაციად:

რატომ არის დისკრიმინაციული? ფსიქოლოგის ყოლა დისკრიმინაციაა? არანაირი ნეგატიური კონტექსტი. მე არც უმრავლესობა მიხსენებია და არც უმცირესობა, პრობლემა იმან მიიღო თავის თავზე, ვისაც ეს აწუხებდა. არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია.

სიცრუის დეტექტორიც გვჭირდება და იმიტომ რომ ამდენ ტყუილს ამბობენ ადამიანები, შეურაცხყოფილად უნდა იგრძნონ თავი",- აღნიშნა ზავრადაშვილმა.

დღეს პარლამენტში ირმა ზავრადაშვილმა თქვა, რომ პარლამენტში ფსიქოლოგი და ფსიქიატრი სჭირდებათ.

მსგავსი სიახლეები