კონსულტაციების მეორე დღე - ვის ხვდება დღეს პრეზიდენტი
კონსულტაციების მეორე დღე - არშემდგარი იმპიჩმენტის შემდეგ, პრეზიდენტი დღეს ოპოზიციასთან შეხვედრებს იწყებს. ზუსტად პირველ საათზე, ორბელიანის სასახლეში სალომე ზურაბიშვილი დეპუტატებს ელოდება. დღეს, კონსულტაციები ყველა პროევროპული ოპოზიციური პარტიის ქალ დეპუტატებთან არის დაანონსებული. მთავარი თემა ევროინტეგრაცია და პრეზიდენტის როლია.
"მიწვეული ვარ პრეზიდენტთან შეხვედრაზე. თემა რა არის, არ ვიცი. იმპიჩმენტის პროცედურით, ქართულ ოცნებას თუ ჰქონდა დასახული, რომ რუსეთის დავალება შეესრულებინა და დაეზიანებინა პრეზიდენტის ინსტიტუცია, ეს ამოცანა "ოცნებას" არ გაუვიდა, ვერ შეასრულა ეს ამოცანა.დღეს ერთადერთი, ვისი რეპუტაციაც არის დაზიანებული საერთაშორისო ასპარეზზე, ეს არის "ქართული ოცნება", რომელსაც ერთადერთი საერთაშორისო მოკავშირე დარჩა პუტინთან საერთო მეგობარი ვიქტორ ორბანი. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო პრეზიდენტი შეძლებს ევროპული მომავლის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, საკუთარი ფუნქციების განხორციელებას".- ამბობს "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი.
"ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ დღევანდელი შეხვედრაც პრეზიდენტთან კანდიდატის სტატუსს შეეხება.
ჩვენ გვაქვს რეგულარულად შეხვედრები პრეზიდენტთან. ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრაც იქნება ჩვენი საერთაშორისო, ძალიან მნიშვნელოვანი გეგმების მიმართულებით, რაც გულისხმობს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, დეპუტატებმა რა შეიძლება გავაკეთოთ, რა შეიძლება კიდევ გაკეთდეს პრეზიდენტის მიერ, მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციის გაცვლა მოხდეს". - ამბობს ხატია დეკანოიძე.
ახალ მთავარი კითხვაა, როგორ გააგრძელებს ამ პროცესში მონაწილეობას პრეზიდენტი, რომელსაც "ოცნებამ" პრაქტიკულად შინა პატიმრობა მიუსაჯა. "ოცნებამ" უკვე თქვა, რომ პრეზიდენტს ევროპაში არ გაუშვებს და თუ ის მაინც, წავა მაშინ დააკავებენ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი გუშინ ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურს, თინა ხიდაშელს და თამარ ჩუგოშვილს შეხვდა.