მასწავლებლები და დირექტორები აღარ უნდა იყვნენ საარჩევნო-საუბნო კომისიაში - დეკანოიძე
"ქართულმა ოცნებამ" გადამწყვეტი არჩევნებისთვის მზადება დაიწყო - დირექტორის პოსტზე სუს-ის გადაწყვეტილებით, მხოლოდ იმ კადრებს ნიშნავენ, ვინც ძალაუფლების მხარდამჭერი და "ოცნების" პოლიტიკის გამტარებელია.
ამიტომ, ოპოზიცია ფიქრობს, რომ დირექტორების შერჩევის პროცესში სახელმწიფო უწყებები არ უნდა მონაწილეობდნენ და კადრები თავად სკოლების საბჭომ უნდა აირჩიოს. ამ ინიციატივით დღეს ხატია დეკანოიძე გამოვიდა.
პირველი ცვლილება ეხება ზოგადი განათლების შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებას, რაც გულისხმობს მას, რომ სამეურვეო საბჭოებს გაეზარდოთ უფლებამოსილება, ანუ, თუ სამეურვეო საბჭო დაბლოკავს განათლების სამინისტროს მიერ კონკურსში წარდგენილ კანდიდატს, მაშინ განათლების სამინისტროს აღარ ჰქონდეს უფლებამოსილება, რომ ეს კანდიდატი მეორედ წარადგინოს და ასევე ჩატარდეს მეორედ კონკურსი. მასწავლებლები, სკოლის დირექტორები და მათი მოადგილეები აღარ უნდა იყვნენ საარჩევნო-საუბნო კომისიაში". - განაცხადა დეკანოიძემ.