ჩაერთვება თუ არა საქართველო "3+3" ფორმატში? - რუსეთი "ოცნების" ხელისუფლებას ისევ აქებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მორიგი განცხადება საქართველოზე - სერგეი ლავროვი არ გამორიცხავს, რომ ახლო მომავალში "3+3" ფორმატში შესაძლოა საქართველოც ჩაერთოს და ფორმატი "სრულყოფილი ფორმით ამოქმედდეს"
რუსი დიპლომატი ღარიბაშვილის ხელისუფლებას აქებს და ამბობს, რომ "თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება, როგორც მათ არაერთხელ დაადასტურეს, ყველა ქმედებას უპირველეს ყოვლისა ფუნდამენტური ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ეკიდებიან".
ეს იძლევა საფუძველს ივარაუდო, რომ უახლოეს მომავალში "3+3-ის" სრულყოფილი ფორმატი შესაძლოა ამოქმედდეს.
ჩვენ გვესმის მიზეზი, რის გამოც საქართველოს ხელმძღვანელობა ჯერჯერობით თავს იკავებს ამ "ექვსეულში" გაწევრიანებისგან და ვაფასებთ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა ამის მომავალში გაკეთების შესაძლებლობიდან გამომდინარეობს" - თქვა ლავროვმა