მითია, თითქოს "ოცნება" ბიზნესს და კერძო სექტორს არ დევნის - ენმ-ს აქცია ქუთაისის სასამართლოსთან
კაფე "სავანის" მესაკუთრეები ქუთაისის მერიას რეკეტში ადანაშაულებენ. ქუთაისის მერიამ ქალაქის ცენტრალურ ბულვარში მდებარე სანაყინე "სავანის’’ დანგრევას გეგმავს, მათ ადგილებზე კი ახალი ობიექტის აშენებას აპირებს.
კაფის შენარჩუნების მიზნით კი, მფლობელებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. დავა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ოჯახმა ობიექტი 1995 წელს კანონის დაცვით, პრივატიზების შედეგად შეიძინა, 2012 წელს ბულვარის ტერიტორიის ახაზვის შემდეგ კი საკადასტრო რუკებზე დატანილი არ აღმოჩნდა.
დღეს მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ქუთაისის მერიაში სასამართლოს დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებენ.
ამ თემასთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმერეთის
რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარემ, თემურ ცამციშვილმა, ქუთაისის ორგანიზაციის წევრებთან და ბარის მფლობელებთან გიორგი ტურაბელიძესთან და ირაკლი ტურაბელიძესთან ერთად აქციას გამართეს ქ. ქუთაისი რაიონულ სასამართლოსთან. თემურ ცამციშვილის თქმით, ტყუილიდა, თითქს ხელისუფლება დღეს ბიზნესს აღარ დევნის.
წლებია ეს ადამიანები იბრძვიან თავიანთი საკუთრების დასაცავად, ახლა კი მერიამ არსებული კაფის დემონტაჟი, ბულვარის რეაბილიტაციის გამო მოითხოვა, მითია თითქოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ბიზნესს და კერძო სექტორს არ დევნის, ისინი ამას წარმატებით ახერხებენ ყველგან,სადაც მათი ინტერესები იკვეთება. თუ ვინმე რამეს აფუჭებდა წინა და იმის წინა ხელისუფლების დროსაც, "ქართულმა ოცნებამ" შეძლო და ეს ადამიანები დააწინაურა სასამართლოში, პროკურატურაში, პოლიციაში, სუს-ში და ეს სისტემის ვირთხები დღესაც იგივე საქმიანობას აგრძელებენ, - განაცხადა
თემურ ცამციშვილმა.