მაშინ რატომ არ საუბრობენ, როცა ხდება საქართველოს მოქალაქეების დახსნა - მაჭარაშვილი ბებუაზე

24.10.23 13:09
მაშინ რატომ არ საუბრობენ, როცა ხდება საქართველოს მოქალაქეების დახსნა - მაჭარაშვილი ბებუაზე

 "ხალხის ძალის" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი მოქალაქის, ირაკლი ბებუას  დასახსნელად ყველაფერს აკეთებს.

მაჭარაშვილმა ამჯერადაც ოპოზიცია გააკრიტიკა:

"მაშინ რატო არ საუბრობენ, როცა მყისიერად ხდება ხოლმე საქართველოს მოქალაქეების დახსნა იქიდან?! რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, შემიძლია დაგიდასტუროთ რომ შესაბამისი უწყება პარტნიორებთან ერთად, შესაბამისი კონსულტაციების საფუძველზე მუშაობენ მაქსიმალურად იმისათვის, რომ ეს ადამიანი იქნას დახსნილი უკანონო პატიმრობიდან" თქვა მაჭარაშვილმა.

აფხაზეთის ე.წ ხელისუფლების მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას სიცოცხლე საფრთხეშია. საოკუპაციო რეჟიმის უკანონო  პატიმრის ჯანმრთელობა ციხეში ბოლო დღეებია უკიდურესად დამძიმდა, თუმცა ის კლინიკაში არ გადაჰყავთ. 

ოჯახი შველას და სახელმწიფოს მოქმედებას ითხოვს. ამ მოთხოვნით დღეს აქცია თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში გაიმართება.

 

მსგავსი სიახლეები