არავითარი ზემოქმედება და შანტაჟი პრეზიდენტზე არ იმოქმედებს - დეკანოიძე ათონელის რეზიდენციაში მივიდა

24.10.23 13:23
არავითარი ზემოქმედება და შანტაჟი პრეზიდენტზე არ იმოქმედებს - დეკანოიძე ათონელის რეზიდენციაში მივიდა

"ევროოპტიმისტების" წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრის თემა კანდიდატის სტატუსის საკითხი იქნება.

მისი თქმით, ამ გზაზე სალომე ზურაბიშვილზე "ოცნების" არავითარი ზემოქმედება და შანტაჟი არ იმოქმედებს.

დეკანოიძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტს მხარს დაუჭერს ყველა სწორ პოზიციასა და გადაწყვეტილებაში.

არავითარი ზემოქმედება და შანტაჟი მასზე არ იმოქმედებს. ძალა გამოცლილია ეს მუქარა და შანტაჟი "ქართული ოცნების". მე ყველა მის სწორ გადაწყვეტილებაში და სწორ პოზიციაში მხარს დავუჭერ  პრეზიდენტს და ეს არის განსაკუთრებით მისი პოზიცია კანდიდატის სტატუსის მიღების კონტექსტში. ყველასთვის საინტერესო უნდა იყოს პრეზიდენტის მოსაზრება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ". - ამბობს დეკანოიძე.

ყურადღების ეპიცენტრში ორბელიანის სასახლეა, სადაც წუთი-წუთზე სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან შეხვედრებს იწყებს.

პოლიტიკოსები ათონელის რეზიდენციასთან უკვე იკრიბებიან - დღეს პირველად არ შემდგარი იმპიჩმენტის შემდეგ, პრეზიდენტი შეხვდება ყველა ოპოზიციური პარტიის ქალ დეპუტატს  და მსჯელობის მთავარი თემა ქვეყნის ევროინტეგრაცია და  სტატუსის მისაღებად სამოქმედო გეგმაა.

 

მსგავსი სიახლეები