რუსული სამხედრო გემების ოჩამჩირეში გადატანა - ექსპერტები საფრთხეებზე საუბრობენ
რუსული სამხედრო გემების ოჩამჩირეში გადატანა - ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ ამ ქმედებით მოსკოვს ფრონტი, ფაქტობრივად, საქართველოს ტერიტორიაზე გადმოაქვს. "ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის პაატა დავითაიას თქმით, ეს საფართხის შემცველია არა მარტო საქართელოსთვის, არამედ შავი ზღვის ეკვატორიაზე განთავსებული ნატოს წევრი ქვეყნებისთვისაც
ექსპერტი ხელისუფლებას სწრაფი რეგაირებისკენ მოუწოდებს.
ფაქტობრივად, ოჩამჩირის სამხედრო ფლოტში იწყებს ბაზირებას წყალქვეშა ნავები. დაახლოებით 10 წყალქვეშა ნავი იქნება განლაგებული, 3 თუ 4 ხომალდი, რომელიც აპირებს დაიცვას ეს სამხედრო ბაზა. ფაქტობრივად, ჩანს ის, რომ ეს საფრთხეებს გაზრდის არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ ნატოს ყველა წევრი ქვეყნების, ვინც არიან განლაგებული შავის ზღვის აკვატორიაზე. ფაქტობრივად, ერთი, ნახევარი წლის განმავლობაში უკვე ბაზა იქნება ამოქმედებული. საფრთხეები ძალიან დიდია, ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას, ძალიან სწრაფ რეჟიმში ჰქონდეს ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, - ამბობს „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია.
„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია კი პირდაპირ ამბობს, რომ ერთადერი ქვეყანა, რომელსაც საქარელოს ომში ჩართვა სურს, რუსეთია.
რუსეთმა იგრძნო ყირიმში უკრაინის მხრიდან საფრთხე და მან აირჩია შემდეგ ოკუპირეული ოჩამჩირე. გამომდინარე აქედან, რისკი ძალიან დიდია, იმიტომ, რომ უკრაინას მოუწევს თავის დაცვა და ოჩამჩირე იქნება ერთ-ერთი ლოკაცია, საიდანაც ის უნდა ელოდოს დარტყმას. ერთადერთი ქვეყანა ჩვენს სამეზობლოში, რომელსაც ომში უნდა საქართველოს ჩართვა, არის რუსეთი. რუსეთისთვის ჩვენ ვიქეცით რაღაცა ეზოდ, სადაც რაც მოუნება, ყველაფერი შეუძლია აკეთოს და მან იცის, რომ არანაირ პასუხს არ მიიღებს ხელისუფლებისგან, იმიტომ, რომ ეს ადამიანები მოქმედებენ სინქრონში, მათ დალაგებული აქვთ „ქართულ ოცნებასთან“ ყველაფერი. გამომდინარე აქედან, „ბ“ ვარიანტად აქვთ საქართველოს მიწები, რომელსაც როგორც უნდათ, ისე მოექცევიან, - ამბობს „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორია, შესაძლოა, რუსეთმა მისი სამხედრო გემებისთვის გამოიყენოს. პუტინი ოკუპირებული ყირიმიდან სამხედრო ხომალდების გადატანას ოჩამჩირეში, სავარაუდოდ, მალე დაიწყებს. იქ რეკონსტრუქციების სამუშაოები გარკვეულწილად უკვე ჩაატარეს. ინფორმაციას უკრაინული დაზვერვა ოფიციალურად ადასტურებს