დარწმუნებული ვართ, დეკემბერში კანდიდატის სტატუსს მივიღებთ - კობახიძე
"ოცნების" თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ დეკემბერში საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
ირაკლი კობახიძის თქმით, ოპტიმიზმის მეტი საფუძველი აქვთ, რადგან უკვე მწიფდება ეს გადაწყვეტილება.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ კანდიდატის სტატუსისთვის. საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა დაფასდება და დეკემბერში მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. ჩვენი მოლოდინი გაუმჯობესებულია, ოპტიმიზმის მეტი საფუძველი გვაქვს და პრაქტიკულად უკვე მწიფდება ეს გადაწყვეტილება. თავისთავად, ის ფაქტიც, რომ ვიღაცები ამის თავის თავზე მიწერას ცდილობენ მეტყველებს იმაზე, რომ სწორედ აქეთ მიდის პროცესი. ჩვენ ძალიან მაღალი ალბათობით დეკემბერში მოგვენიჭება სტატუსი“, - აღნიშნა კობახიძემ.