დიდი ალბათობით, შეხვედრის მთავარი თემა, კანდიდატის სტატუსი იქნება - წითლიძე პრეზიდენტს ხვდება

24.10.23 13:52
დიდი ალბათობით, შეხვედრის მთავარი თემა, კანდიდატის სტატუსი იქნება - წითლიძე პრეზიდენტს ხვდება

ამ წუთებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე, ოპოზიციის
სხვა წარმომადგენლებთან ერთად სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან, როგორც ანა
წითლიძე ვარაუდობს, საუბრის მთავარი თემა საქართველოს კანდიდატის სტატუსი
იქნება

„არ ვიცი რა იქნება დღეს საუბრის თემა, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ყველა ჩვენი შეხვედრის
მთავარი თემა არის ევროინტეგრაცია და ჩვენი ყველასი როლი. შესაბამისად, დიდი
ალბათობით, ისევ ეს იქნება რა უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად, რომ ამ ქვეყანამ
მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან როცა ჩვენ ვხვდებით პრეზიდენტს ძირითადი
საუბრის თემა ყოველთვის არის ეს.“ - განაცხადა ანა წითლიძემ

მსგავსი სიახლეები