არც ერთი ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს ჩვენ არჩევნებში, ეს არის მოწოდება ყველა ქვეყნის მიმართ - კობახიძე
"თუ სადმე (არჩევნებში) იქნება ჩარევის რისკები, ბუნებრივია, ყველაფერთან დაკავშირებით ყველას მივაწვდით ინფორმაციას" - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ამერიკის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"ზოგადად არც ერთი ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს ჩვენ არჩევნებში, ეს არის მოწოდება აბსოლუტურად ყველა ქვეყნის მიმართ. თქვენ გახსოვთ, რომ საკმაოდ უარყოფითი პროცესები ერთვოდა თან წინა საპარლამენტო არჩევნებს, მათ შორის, გახსოვთ იგივე პარალელური ხმის დათვლის გაყალბება, და ა.შ არ არის ეს რა თქმა უნდა სწორი, ყველა ყურადღებით უნდა მოეკიდოს იმას, თუ როგორ ტარდება სხვა ქვეყანაში არჩევნები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევა.
თუ სადმე იქნება ჩარევის რისკები, ყველაფერთან დაკავშირებით ყველას მივაწვდით ბუნებრივია ინფორმაციას, ეს არის რა თქმა უნდა ჩვენ ინტერესებში", - თქვა კობახიძემ.
აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციის მიხედვით, რუსეთი ცდილობს დემოკრატიულ ქვეყნებში არჩევნებზე გავლენა იქონიოს, ამბობს, რომ არც ერთი ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს საქართველოში არჩევნებში.
სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის მცდელობათა ტენდენციებზე 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია.