რუსული გემები ოკუპირებულ ოჩამჩირეში - მაჭარაშვილი უკრაინის დაზვერვას უნდობლობას უცხადებს
ხელისუფლება უკრაინის დაზვერვას უნდობლობას აცხადებს. საქმე ეხება ინფორმაციას, რომლის თანახმადაც რუსეთს სამხედრო ხომალდები ოცამჩირის ბაზაზე გადაჰყავს.
"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ საზოგადოება არა უცხო ქვეყნის დაზვერვას, არამედ საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებს სამსახურს უნდა ენდოს, რომელიც, მისი მტკიცებით, ქვეყანაში სიმშვიდის გარანტია.
ჩვენ რაც შეგვიძლია არის ის, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად დაბეჯითებით და პრინციპულად ვიყოთ იმ პოზიციაზე, რასაც ჰქვია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით, მაგრამ საერთაშორისო თანამეობრობის ჩართულობით. გირჩევთ, დაუჯეროთ იმას, რომლის განცხადებებიც სრულდება და თქვენ რომ ახლა მშვიდად ხართ და ღმერთმა მშვიდად გვამყოფოს ყველა, ეს არის უსაფრთხოების ხელმძღვანელის და ამ სამსახურის და ზოგადად, ხელისუფლების დამსახურება. ამიტომ ჯობია, რომ სანდოობა გქონდეთ იმ უწყების მიმართ, რომელიც არის თქვენი ქვეყნის უსაფრთხოება, ვიდრე იმ ქვეყნის მიმართ, სადაც ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, უკვე ერთმანეთს დაუპირისპირნენ, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორია, შესაძლოა, რუსეთმა მისი სამხედრო გემებისთვის გამოიყენოს. პუტინი ოკუპირებული ყირიმიდან სამხედრო ხომალდების გადატანას ოჩამჩირეში, სავარაუდოდ, მალე დაიწყებს. იქ რეკონსტრუქციების სამუშაოები გარკვეულწილად უკვე ჩაატარეს. ინფორმაციას უკრაინული დაზვერვა ოფიციალურად ადასტურებს.