რუსეთს სამხედრო ბაზა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადააქვს, ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით - ზელენსკი
რუსეთს სამხედრო ბაზა საქართველოს ოკუპირებბულ ტერიტორიაზე გადააქვს, ჩვენ მათ ყველაგნ მივწვდებით, - ამის შესახებ უკრაინის პრზიდენტმა პრაღაში „ყირიმის პლატფორმის“ საპარლამენტო სამიტზე ონლაინ გამოსვლისას განაცხადა. ვოლოდიმიე ზელენსკის თქმით, რუსეთის სამხედრო ფლოტი შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში ოპერირებას ვეღარ ახერხებს და ყირიმიდან გარბის, თუმცა ეს არ გამოუვა.
მსოფლიოში ბევრისთვის ყირიმი იყო არგუმენტი იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიის სრული დეოკუპაცია, სავარაუდოდ, მიუღწეველი იყო. რუსეთის კონტროლი შავ ზღვაზე და ოკუპანტის ფლოტის არსებობა ქმნიდა ილუზიას, რომ რუსეთის დომინირება შავ ზღვაში თითქოსდა დაუძლეველია. რუსეთის სამხედრო ფლოტი ვეღარ ახერხებს შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში ოპერირებას და თანდათან გარბის ყირიმიდან. ეს არის ისტორიული მიღწევა. ცოტა ხნის წინ რუსეთის ლიდერი იძულებული გახდა გამოეცხადებინა შავი ზღვის ფლოტის - უფრო სწორად, მისი ნარჩენების - ახალი ბაზის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნა. მაქსიმალურად შორს უკრაინული რაკეტებისა და საზღვაო დრონებისგან, მაგრამ ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით,- განაცხადა ზელენსკიმ.