ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული დროშის გამოჩენა ანაკლიის პორტს საფრთხე შეუქმნის - ზაზა გოგავა

24.10.23 14:41
ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული დროშის გამოჩენა ანაკლიის პორტს საფრთხე შეუქმნის - ზაზა გოგავა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავდაცვის მიმართულების მდივანს მიაჩნია, რომ ოკუპირეულ ტერიტორიაზე რუსული დროში გამოჩენა ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის საფრთხის შემცველი იქნება. ზაზა გოგავას განმარტებით, ინვესტორებმა ამ მიზეზით შესაძლოა, ანაკლიის პროექტში მონაწილეობისგან თავი შეიკავონ. 

ოპოზიციის წევრი დუმილის გამო ხელისუფლებასაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ რუსული გემების ოკუპირებული ოჩამჩირეში განთავსების საკითხი ტრიბუნებიდან არ უნდა ჩამოდიოდეს. 

არაერთხელ განუცხადებია ჩვენს ხელისუფლებას „ომი გინდათ?“  ეს არის ზუსტად ის საფრთხე, მეორე ფრონტის გახსნა, ესე შემოდის მცოცავი ოკუპაცია და პლუს ამას, ყველა დონეზე ეს საკითხი არ უნდა ჩამოდიოდეს ტრიბუნებიდან, მაგრამ ჩვენ ვხედავთ საპირისპიროს, სრულ სიჩუმეს, გაუგებარ განცხადებებს. ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება ანაკლიის პორტს, რადგან რუსული დროშა უფრო და უფრო ახლოს გამოჩნდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანაკლიის აკვატორიასთან და ეს იქნება კიდევ ერთი სიგნალი, რომ ყველა ინვესტორი, ვინც უყურებს და ლუპით აკვირდება ამ ისტორიას ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარების, ისინი თავს შეიკავებენ მონაწილეობა მიიღონ ანაკლიის პორტის მშენებლობაში,  - ასე გამოეხმაურა ზაზა გოგავა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს პრესსპიკერის განცხადებას.

უკრაინის მაღალჩინოსამე  თქვა, რომ რუსეთს სამხედრო გემების ნაწილი ანექსირებული ყირიმიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაჰყავს.

მსგავსი სიახლეები