ზურაბიშვილს და ლომჯარიას სტატუსის მიუღებლობაზე აქვთ მთელი გეგმები აწყობილი - მდინარაძე
ნინო ლომჯარია და სალომე ზურაბიშვილი ხელს თუ შეუშლიან კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს, თორემ ხელს ვერ შეუწყობენ და არ შეუწყობენ შეგნებულად - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტს და ყოფილ სახალხო დამცველს სტატუსის მიუღებლობაზე აქვთ მთელი გეგმები აწყობილი.
„თამამად, მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნინო ლომჯარია და სალომე ზურაბიშვილი ხელს თუ შეუშლიან კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს, თორემ ხელს ვერ შეუწყობენ და არ შეუწყობენ შეგნებულად. სტატუსის მიუღებლობაზე აქვთ მთელი გეგმები აწყობილი.
ადამიანი, რომელიც შარშან ამბობდა, რომ სწორად არ მოგვცეს სტატუსი და წელს ამბობს, რომ მხოლოდ ფორმალურად ვასრულებთ რეკომენდაციებს და პასუხს არ სცემს, უკვე რამდენიმე დღეა, კითხვას, რომ დღევანდელი მოცემულობით საქართველო რეალურად იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს, რომ მისი ვიზიტი და ვოიაჟი რას შეიძლება ემსახურებოდეს მარტივი აღსაქმელი და მისახვედრია, ამას ყველა ხვდება“, - განმარტა მამუკა მდინარაძემ.
ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს პრეზიდენტთან კოორდინირებულ მოქმედებას, მათ შორის ერთობლივ ვიზიტებს საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში.