თუ ასეთი რამ იქნება, ვიტყვით - გახარიას გუნდი ზურაბიშვილთან ალიანსზე
თუ ასეთი რამ იქნება, ვიტყვით - ასე ეხმაურება გიორგი გახარიას გუნდი სალომე ზურაბიშვილთან შესაძლოა ალიანსზე "ოცნების" თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ მსგავსი რამ რომ ყოფილიყო ამას ირაკლი კობახიძის ჭორაობის გარეშეც იტყოდნენ.
დღეს არავითარი ასეთი გეგმა, რომ ჩვენ ვერთიანდებით ან ვიერთიანებთ ლომჯარიას ან ვინმე სხვას, ჯერჯერობით, დღეისთვის არ არსებობ. კონკრეტულ პოლიტიკოსებთან აუცილებლად ვითანამშრომლებთ და მათთან ერთად 2024 წლის არჩევნებზე გამოვალთ, როგორ წარმოგიდგენიათ, სალომე ზურაბიშვილი ჩვენთან ერთად ამ არჩევნებზე რომ გამოდის. რატომ უნდა ვუმალავდეთ ახლა, თუ სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას ვაპირებთ, რატომ უნდა დავმალოთ? თუ ასეთი რამ იქნება ან როცა იქნება და ვისთანაც იქნება, ამას პირველი ჩვენ ვიტყვით. ამას არ დასჭირდება ვიღაცა კობახიძემ რაღაცა თქვას და ჭორი მოიგონოს. მათ, რა თქმა უნდა, ეშინიათ და ეშინიათ ძალაუფლების დაკარგვის. იმდენი ზიანი აქვთ მიყენებული, რომ კარგად იციან, რომ ამისთვის აუცილებლად მოეთხოვებათ". - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
ზურაბიშვილი-ლომჯარია-გახარია - "ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ არჩევნებისთვის ახალი გაერთიანება იქმნება.
მისი თქმით, ყველა ასეთი გაერთიანება ყოვლად უპერსპექტივოა.