პრეზიდენტი საგანგებო განცხადების გასაკეთებლად ემზადება - რა ინფორმაცია გამოიტანა რეზიდენციიდან ოპოზიციამ

24.10.23 15:08
პრეზიდენტი საგანგებო განცხადების გასაკეთებლად ემზადება - რა ინფორმაცია გამოიტანა რეზიდენციიდან ოპოზიციამ

სალომე ზურაბიშვილი საგანგებო განცხადების გასაკეთებლად ემზადება - ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც "ოცნებამ" უფლებები შეუზღუდა, საკუთარ სამოქმედო გეგმაზე რამდენიმე დღეში ილაპარაკებს. ეს განცხადება ორბელიანის სასახლიდან  გამოსულმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა რამდენიმე წუთის წინ  გააკეთეს, სადაც ისინი ქვეყნის პრეზიდენტს 2 საათის განმავლობაში ხვდებოდნენ.

შეხვედრიდან გამოსულმა დეპუტატებმა თქვეს, რომ ზურაბიშვილი გაჩერებას არ აპირებს და მას ევროინტეგრაციისთვის კონკრეტული გეგმაც აქვს.

"საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია, ამ წუთას, ჩვენ რა საუბარიც გვქონდა, იყო ძალიან ღია და გულწრფელი. მან თქვა, რომ კონკრეტულად ყველა ამ კითხვას პასუხი გაეცემა რამდენიმე დღეში, როდესაც ის საჯარო განცხადებას გააკეთებს". - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები