აპირებს თუ არა ზურაბიშვილი ახალი პოლიტიკური ალიანსის შექმნას - რა უთხრა პრეზიდენტმა ქალ დეპუტატებს
აპირებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ახალი პოლიტიკური ალიანსის შექმნას - სწორედ ეს კითხვა დაუსვეს პრეზიდენტს შეხვედრაზე შესულმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა.
"რესპუბლიკელების" ლიდერის, ხათუნა სამნიძის თქმით, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ახლა ეს არ არის დღეს ნომერ პირველი საკითხი.
მე მას კითხვა დავუსვი, ხომ არ აპირებს პოლიტიკური პლატფორმის შექმნას და შევთანხმდით, რომ ეს არ არის დღეს ნომერ პირველი ამოცანა და ნომერ პირველი საკითხი. არაფერი კონკრეტული მას ამასთან დაკავშირებით არ უთქვამს". - განაცხადა სამნიძემ.
ზურაბიშვილი-ლომჯარია-გახარია - "ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ არჩევნებისთვის ახალი გაერთიანება იქმნება.
მისი თქმით, ყველა ასეთი გაერთიანება ყოვლად უპერსპექტივოა.