გაურკვეველია, მაინცდამაინც ქალ პოლიტიკოსებს რატომ ხვდება, გენდერული მიკერძოება გააჩნია - ქადაგიშვილი პრეზიდენტზე
"ოცნების" წევრს ირაკლი ქადაგიშვილს აინტერესებს, სალომე ზურაბიშვილი მაინცდამაინც ქალ დეპუტატებს რატომ ხვდება. ქადაგიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტს გენდერული მიკერძოება გააჩნია.
გაურკვეველია, მაინცდამაინც ქალ პოლიტიკოსებს რატომ ხვდება, რაღაცა გენდერული მიკერძოება გააჩნია, თუ რა არის? მეორეს მხრივ, რომ გითხრათ, რომ რაიმე პოზიტიური იქნება, ნაკლებად მოსალოდნელია, იმიტომ, რომ ჩვენ კარგად გვაქვს დანახული ქალი იქნება თუ კაცი, ოპოზიციური ლიდერების გამონათქვამები და რეალური ქმედებები, რომელიც არის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დამაზიანებელი.
სალომე ზურაბიშვილი საგანგებო განცხადების გასაკეთებლად ემზადება - ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც "ოცნებამ" უფლებები შეუზღუდა, საკუთარ სამოქმედო გეგმაზე რამდენიმე დღეში ილაპარაკებს. ეს განცხადება ორბელიანის სასახლიდან გამოსულმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს, სადაც ისინი ქვეყნის პრეზიდენტს 2 საათის განმავლობაში ხვდებოდნენ.
შეხვედრიდან გამოსულმა დეპუტატებმა თქვეს, რომ ზურაბიშვილი გაჩერებას არ აპირებს და მას ევროინტეგრაციისთვის კონკრეტული გეგმაც აქვს.