იქნება თუ არა ვეტო - პრეზიდენტი "ცენზურის" კანონზე მსჯელობს
იქნება თუ არა ვეტო - პრეზიდენტის ადმინისტრაცია "ცენზურის" კანონზე მსჯელობს. ამის შესახებ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრიდან გამოსულმა ქალმა დეპუტატებმა გამოიტანეს.
ჩემი კითხვა იყო, როგორ ხედავს ის მაუწყებლის შესახებ კანონმდებლობას, მან თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია მუშაობს ამ კანონმდებლობაზე.
ვერ გეტყვით, დაადებს თუ არა ვეტოს ამას, ყოველი შემთხვევისთვის, მოისმინა ჩვენი მოსაზრებები". - განაცხადა დეკანოიძემ.
უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები შედის, რომელიც მათ შორის "სიძულვილის ენისა" და "უხამსობის" რეგულირების კუთხით კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებებს აფართოებს. პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილა.
კერძოდ, მედიასაშუალებებს, რომლებიც "დაარღვევენ მოთხოვნებს" და გაფრთხილებას მიიღებენ, ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში - დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის თანხა იზრდება.