ისრაელის მხარდაჭერა უკრაინის დახმარებაზე არ იმოქმედებს - შოლცი

24.10.23 16:31
ისრაელის მხარდაჭერა უკრაინის დახმარებაზე არ იმოქმედებს - შოლცი

ისრაელის მხარდაჭერა უკრაინის დახმარებაზე არ იმოქმედებს, - ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გააკეთა. შოლცი განმარტავს, რომ უკრაინის დახმარება, როგორც ფინანსური, ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით გაგრძელდება.

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ფინანსური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ასევე [ვეხმარებით] იარაღით. ისრაელის მხარდაჭერა უკრაინის დახმარებაზე გავლენას არ მოახდენს", - თქვა გერმანიის კანცლერმა.

17 ოქტომბერს შოლცი ისრაელში ჩავიდა. თელ-ავივში სარაკეტო განგაშის გამო მას აეროპორტიდან ევაკუაცია მოუწია. მედიის ცნობით, იმ დროს, როდესაც გერმანიის კანცლერი ეგვიპტეში გასამგზავრებლად ემზადებოდა, ის თავშესაფარში გადაიყვანეს.

მსგავსი სიახლეები