ტრენინგების საქმეზე გამოკითხვაზე დაბარებული გვანცა ჯობავა სუს-ში მისვლას არ აპირებს

24.10.23 16:48
ტრენინგების საქმეზე გამოკითხვაზე დაბარებული გვანცა ჯობავა სუს-ში მისვლას არ აპირებს

სუს-ში ტრენინგების საქმეზე დაბარებული გვანცა ჯობავა გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. ჯობავა ამბობს, რომ ის მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას მოითხოვს.

ჯობავას შეფასებით, ტრენინგების საქმე აბსურდულია და მთავარი საკითხიდან ყურადღების გადატანას ცდილობს.

სუს-ში მისვლას არ ვაპირებ, ჩემი პოზიცია იქნება, რომ დავიკითხო მოსამართლის მიერ. ამიტომ ჯერჯერობით, ველოდები უწყებას, რომელსაც პირადად გადმომცემენ და ამის შემდეგ უკვე დაველოდები, როდის ჩაინიშნება შეხვედრა მოსამართლესთან.
რა თქმა უნდა, გამიჩნდა ასოციაცია რუსეთზე იმიტომ, რომ ძალიან დიდი ხანია, ეს ასოციაცია გვიჩნდება არა მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, არამედ ზოგად პროცესებთან, თუ როგორ იმართება ქვეყანა.
ჩვენ კულტურის წარმომადგენლები ვართ და მოგეხსენებათ, რომ განსაკუთრებით ბოლო ერთი წელია, როგორ აქტიურად მიმდინარეობს ბრძოლა კულტურის სამინისტროს მხრიდან ჩვენი სფეროს წინააღმდეგ და სიტყვის თავისუფლებისა და პროფესიონალიზმის წინააღმდეგ. ასოციაცია ბუნებრივია, იმიტომ, რომ სწორედ ასე განვითარდა მოვლენები რუსეთში, როცა სამოქალაქო საზოგადოებისგან დაიცალა რუსეთი და აღარავინ დარჩა, რომელიც შეძლებდა, რომ ხმამაღლა გაეპროტესტებინა. სწორედ ამისკენ არის მიმართული დღეს საქართველოში მიმდინარე პროცესები, რომ აღარ გვინდოდეს საქართველოში ცხოვრება - საქართველო არ არის რუსეთი, არც ქართველი არ ჰგავს რუს ხალხს და არ ვაპირებთ, რომ ასე ადვილად დავნებდეთ და ასე ადვილად დავთმოთ ის ღირებულებები, რომლისთვისაც ჩვენმა ქვეყანამ დიდი ხნის განმავლობაში იბრძოლა - ვგულისხმობ ჩვენს თავისუფლებას და იმ ევროპულ ღირებულებებს, რომელიც თითოეული ქართველისთვის არის ასე ძვირფასი და მნიშვნელოვანი - სტატუსის მოლოდინში მყოფი ქვეყანა ვართ და ძალიან აბსურდულია, რომ ადამიანები, რომლებიც შევიკრიბეთ USAID-ის მოწვევით, შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გვესაუბრა სამოქალაქო აქტივიზმზე მშვიდობიანი მეთოდებით და გზებით, რაც სუს-მა ყველაზე კარგად იცის, რადგან მათ 4-დღიანი ტრენინგის სრული ჩანაწერი აქვთ მოსმენილი, ახლა აღმოჩნდა, რომ ჩვენ გავხდით საეჭვო ადამიანები, რომლებიც ვსაუბრობდით იმაზე, როგორ შეიძლება გამოვხატოთ კრიტიკული აზრი, როცა არ მოგვწონს რაღაც ჩვენი ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული,“ - ამბობს ჯობავა.

 

მსგავსი სიახლეები