"ირაკლი კობახიძე სხვა პაციენტია" - გახარიას გუნდი "ოცნების" თავმჯდომარის პოლიტიკურ პროგნოზს პასუხობს
"ირაკლი კობახიძე სხვა პაციენტია" - ასე პასუხობს გახარიას გუნდი "ოცნების" თავმჯდომარის პოლიტიკურ პროგნოზს.
ბერდია სიჭინავას თქმით, 2021 წლიდან მოყოლებული კობახიძე გიორგი გახარიას და მისი პოლიტიკური გუნდის მისამართით სხვადასხვა ბრალდებებს აჟღერებს.
მისივე განცხადებით, პრეზიდენტს 2024 წლის არჩევნებისთვის არ შეუძლია პოლიტიკურად აქტიურობა და რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრობა.
ძალიან კომიკურია ხოლმე მისი განცხადებები ხოლმე და სერიოზული აღქმა იმისი, რასაც საუბრობს ირაკლი კობახიძე, არ შეიძლება, ძალიან მარტივი მიზეზის გამო. თქვენ გახსოვთ, რა ბრალდებებს აჟღერებდა 2021 წლიდან მოყოლებული კობახიძე გიორგი გახარიას და მისი პოლიტიკური გუნდის მისამართით. იგივე იყო ჩვენი თითქოს კეზერაშვილთან კავშირი, "კოკაინშიკობის" ბრალდება და ეს ადამიანი სხვა პაციენტია და რეალურად ამას პოლიტიკურ პროგნოზებთან და პოლიტიკურ ინფორმაციასთან საერთოდ კავშირი არ აქვს. სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი, რომელიც არის ზეპარტიული თანამდებობის პირი და 2024 წლის არჩევნებისთვის მას არ შეუძლია პოლიტიკურად აქტიურობა და რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრობა. საქართველოს პრეზიდენტს აქვს მნიშვნელოვანი მანდატი, მნიშვნელოვანი ფუნქცია და მე ვიმედოვნებ, რომ ის პოზიტიურ როლს შეასრულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში". - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ოცნების" ლიდერი ირწმუნება, რომ ახლა სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია ალიანსში არიან და ახლა პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნიან. მათთან ერთად კი, კობახიძის მტკიცებით, ახალ პარტიაში შესვლას აპირებს ნინო ლომჯარიაც.