ჰამასის დასამარცხებლად საჭიროა საერთაშორისო კოალიცია - მაკრონი

24.10.23 17:20
ჰამასის დასამარცხებლად საჭიროა საერთაშორისო კოალიცია - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ჰამასის დასამარცხებლად საჭიროა საერთაშორისო კოალიცია.  ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ, მაკრონმა განაცხადა, რომ ისრაელის ომი ღაზაში ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ, საფრანგეთის ომიცაა.

„ეს ბრძოლა ტერორიზმთან აშკარად არის ისრაელის არსებობის საკითხი, მაგრამ ის ყველა ჩვენგანის არსებობის საკითხია.

ვთვლი, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ საერთაშორისო კოალიცია, რათა ვებრძოლოთ ამ ტერორისტულ დაჯგუფებას"- ამბობს მაკრონი.

საფრანგეთის პრეზიდენტი ისრაელში სოლიდარობის ვიზიტის ფარგლებში დღეს ჩავიდა.

მსგავსი სიახლეები