ვინაა პასუხისმგებელი, რომ ზარალში მყოფი სახელმწიფო ელექტროსისტემა უპასუხისმგებლოდ და კორუფციულად იქცევა - ბუაძე

24.10.23 17:27
ვინაა პასუხისმგებელი, რომ ზარალში მყოფი სახელმწიფო ელექტროსისტემა უპასუხისმგებლოდ და კორუფციულად იქცევა - ბუაძე

სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილი ხელმძღვანელის საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს "ლელოს" დეპუტატი საკრებულოში საბა ბუაძე.

როგორც ბუაძე ამბობს, სწორედ საგამოძიებო უწყებებმა უნდა მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადოებას, რა მდგომარეობაა ელექტროსისტემაში, რომელიც ზარალით მუშაობს.

სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილი და მოქმედი ხელმძღვანელების მუშაობით, გარიგებებით და კითხვის ნიშნებით, რომელიც დღემდე ძალიან ბევრი არსებობს, უნდა დაინტერესდეს პროკურატურა და სამართალდამცავი უწყებები და უნდა განემარტოს საზოგადოებას, ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ზარალში მყოფი სახელმწიფო კომპანია ასე უპასუხისმგებლოდ, გაუმჭვირვალედ და კორუფციულად იქცევა,“ - ამბობს საბა ბუაძემ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თანახმად, ზუმბურიძეს 2010 წლის იანვრიდან 2018 წლის ოქტომბრამდე, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” დირექტორის/მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.  ამავე სახელმწიფო კომპანიის მმართველთა საბჭოს წევრი იყო მამუკა პაპუაშვილი. 

თანამდებობებიდან წასვლის შემდეგ კი ამ პირებმა და მათმა კუთვნილმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 28 მილიონ ლარზე მეტი და 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთები მიიღეს 49 წლით, მათზე შენობა-ნაგებობების განთავსების უფლებით. 

 

მსგავსი სიახლეები