"არ იქნება მაიდანი, არ იქნება ანტიმაიდანი " - ზურა მახარაძე

24.10.23 17:28
"არ იქნება მაიდანი, არ იქნება ანტიმაიდანი " - ზურა მახარაძე

"ალტ-ინფოს" დამფუძნებელი, რომელიც თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხეს, ისევ იმუქრება. "არ იქნება მაიდანი, არ იქნება ანტიმაიდანი", - ამბობს მახარაძე.

ამასთან, პრორუსული დაჯგუფების წევრი ამბობს, რომ კითხვებზე პასუხები არა მას, არამედ ხელისუფლებას აქვს გასაცემი. ზყრა მახარაძეს აინტეერსებს, რატომ არ დააკავეს ის ადაანები, რომლებიც სუსიც მტკიცებით, ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას გეგმავენ. 

მე დამიბარეს იმიტომ, რომ მეორე ფლანგი ძალიან ნერბიულობს, რომ ანტიმაიდანი არ შედგეს. რატომ ნერვიულობს თუ მაიდანს არ აპირებს, არ ვიცი. ეტყობა აპირებს, თორემ რომ არ აპირებდეს, აბა, ანტიმაიდანის გამო რატომ ინერვიულებდა? რატომ დაწერდა აქ საჩივარს? ამიტომ, კიდევ ერთხელ, არ იქნება მაიდანი, არ იქნება ანტიმაიდანი. მე რა პროცედურაც გავიარე აქ, გამოკითხვა, ჩემგან ინფორმაცია მიიღეს. არის კითხვები ჩვენი მხრიდან ხელისუფლების მიმართ. როდესაც ამბობ, რომ ვიღაცა აპირებს გადატრიალებას, მაჩვენებ კადრებს და მერე არავის იჭერს, ეგ არის სერიოზული პრობლემა. სახელმწიფო რომ ნორმალურად მუშაობდეს და იმ ხალხს იჭერდეს, ვინც გადატრიალებას გეგმავს, ყველაფერი იქნებოდა მშვიდად, - ამბობს მახარაძე. 

არასამთავრობო სეტორის მოთხოვნის შემდეგ "ალტ-ინფოს" ლიდერები გამოკითხვაზე დაიბარეს.  პრორესული დაჯგუფების ლიდერთან კითხვები იმ მუქარასთან დაკშირებით ჰქონდათ, რომლის შესახებაც აქციაზე ილაპარაკა. მახარაძე "ალტ -ინფოს" სხვა ლიდერებთან ერთად მასობრივ არეულობას აანონსებს და ე.წ. "ანტიმაიდნის" მოწყობით ემუქრება ყველას, ვინც ქუჩაში გავა და "ოცნების" რუსულ პოლიტიკას გააპროტეტსებს.

მსგავსი სიახლეები