გომელაურის უწყება ახალ შარშია - პოლიციის შეფი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოტანილ სიგარეტს კაბინეტში მალავდა

24.10.23 17:30
გომელაურის უწყება ახალ შარშია - პოლიციის შეფი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოტანილ  სიგარეტს კაბინეტში მალავდა

გომელაურის უწყება ახალ შარშია - ირკვევა, რომ აგარის პოლიციის შენობაში  დიდ ოდენობით  კონტრაბანდული სიგარეტი და უკანონო იარაღი  თვეების განმავლობაში ინახებოდა.

გამოძიებით დადგენილია, რომ აგარის პოლიციის შეფი,  სოსო გელაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოტანილ  სიგარეტს კვალის დაფარვის მიზნით, პოლიციის  განყოფილებაში, კაბინეტში მალავდა, შემდეგ კი ავტომობილით გაჰქონდა და სავარაუდოდ, მაღაზიებს  ამარაგებდა.

უაქციზო სიგარეტი  ერთ-ერთი ვერსიით, თვეების  განმავლობაში უპრობლემოდ იყიდებოდა თავად   დაკავებული პოლიციელის   კუთვნილი მაღაზიაშიც. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია ამავე უწყების მაღალჩინოსანს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასაც ედავება.

ეს გელაშვილის  ერთადერთი ბრალდება არა არის - ახლა გენერალური ინსპექცია  იმ იარაღების  წარმომავლობასაც ადგენს, რომელიც  ჩხრეკისას მოქმედი პოლიციელის სახლიდან და კაბინეტიდან ერთდროულად ამოიღეს.

გომელაურის უწყების მოქმედ მაღალჩინოსანს ხელბორკილები საკუთარ კაბინეტში რამდენიმე საათის დაადეს. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ცნობისთვის, გელაშვილის გვარი გასულ წელს, სავარაუდო ძალადობის საქმეშიც ფიგურირებდა, 19 წლის ბიჭი მას სასტიკ ანგარიშსწორებაში ამხელდა. 

მსგავსი სიახლეები