პროკურატურა ზურაბიშვილის წინააღმდე - აღმოჩნდება თუ არა საბრალდებო სკამზე მესამეს შემდეგ მეხუთე პრეზიდენტიც?

24.10.23 20:06
პროკურატურა ზურაბიშვილის წინააღმდე - აღმოჩნდება თუ არა საბრალდებო სკამზე მესამეს შემდეგ მეხუთე პრეზიდენტიც?

 

 

საქართველოს პროკურატურა სალომე ზურაბიშვილის  წინააღმდეგ - აღმოჩნდება თუ არა მესამეს შემდეგ მეხუთე პრეზიდენტიც საბრალდებო სკამზე?  მინიმუმ, ერთწლიანი დუმილი ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა დღეს დაარღვია. ირაკლი შოთაძემ "პირველებს"  დაუდასტურა, რომ ოთხი წლის წინ დაწყებული გამოძიება საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტზე ამ დრომდე გრძელდება. 2019 წლიდან დღემდე  სისხლის სამართლის საქმეზე არ გამოუკითხავთ სალომე ზურაბიშვილი.  პროკურატურაში მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციიის თანამშრომლების ჩვენებები დევს. 

რატომ შემოდეს საქმე თაროზე? არსებობს ეჭვი, რომ სკანდალური შეწყალების ამბავს  ხელისუფლება  ზურაბიშვილის დაშანტაჟებისთვის მთავარ კოზირად ინახავს და მაშინ გამოიყენებს, როცა თავად გადაწყვეტს. თუ ახლა გამოძიებას დაასრულებენ, იციან, რომ პრეზიდენტს ხელს მაინც ვერ დააკარებენ, რადგან მას იმუნიტეტი იცავს. თუმცა, რას იზამენ მომავალში, ამაზე კონკრეტული პასუხი არც გენერალურ პროკურორს აქვს.  

სააკაშვილის შემდეგ ზურაბიშვილი საქართველოს რიგით მეორე პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგაც საქმე კონსტიტუციით გარანტირებული უფლების გამოყენების გამო აღიძრა.  

წავა თუ არა ციხეში სალომე ზურაბიშვილი მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირების შეწყალებისთვის, მისი ვადის ამოწურვის შემდეგ  გაირკვევა.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები