გახდება თუ არა ოკუპირებული ოჩამჩირე უკრაინული რაკეტების სამიზნე?

24.10.23 20:17
გახდება თუ არა ოკუპირებული ოჩამჩირე უკრაინული რაკეტების სამიზნე?

 

 

გახდება თუ არა საქართველოს ოკიპირებული რეგიონი უკრაინული რაკეტების სამიზნე? - რუსეთი საქართველოს ომში ითრევს. ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის გახსნა პირდაპირი  გამოწვევაა უკრაინისთვის. პრეზიდენტმა ზელენსკიმ დღეს, პრაქტიკულად, დაანონსა, რომ შემდეგი სამიზნე ოჩამჩირის პორტი იქნება. "ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით" - ზელენსკი რუსულ ფლოტს ემუქრება. პუტინი ფლოტის გადასარჩენად ყირიმს ტოვებს. რუსული გემების ახალი ნავსაყუდელი კი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიაა. 

ოჩამჩირეში გემების მისაღებად ზღვის ფსკერის გაღრმავება აქტიურად მიმდინარეობს. რამდენი გემი დადგება საქართველოს ტერიტოტიულ წყლებში ჯერ უცნობია, თუმცა უკრაინისთვის რაოდენობას მნიშვნელობა არა აქვს. ყველა გემი, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში განთავსდება, ავტომატურად ხდება კიევის სამიზნე.

რას აკეთებს ამ დროს საქართველოს მთავრობა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა მეორე ფრონტის გახსნის რეალური საფრთხის წინაშე დგას?  "ქართული ოცნება" მხოლოდ ერთი შაბლონური განცხადებით შემოიფარგლა.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები