ევროკომისია უკრაინას დადებით რეკომენდაციას მისცემს, საქართველოზე გადაწყვეტილება ჯერ არ არის - Reuters
ევროკომისია უკრაინას დადებით რეკომენდაციას მისცემს დამატებითი პირობებით, საქართველოსთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, - ინფორმაციას Reuters სამ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ევროკომისია 8 ნოემბერს შეაფასებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს პროგრესს, თუმცა ამ დრომდე საქართველოსთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერებული არ არის.
მოსალოდნელია, რომ კიევი მიიღებს პოზიტიურ რეკომენდაციას ევროკომისიისგან, შესაძლო დამატებითი პირობებით, რაც დაკავშირებულია კორუფციასთან ბრძოლასა და უმცირესობების უფლებებთან. ეს უკანასკნელი უნგრეთმა წამოჭრა.
ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მსგავსი რეკომენდაცია შეიძლება გაიცეს მოლდოვაზეც, საქართველოზე კი „ჟიური ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული“ მისცენ თუ არა კანდიდატის სტატუსი" წერს „როიტერსი“.