დაუმორჩილებლობის მეორე ტალღა - პრეზიდენტი აკრძალულ ვიზიტებზე, სავარაუდოდ, მაინც წავა

24.10.23 20:13
დაუმორჩილებლობის მეორე ტალღა - პრეზიდენტი აკრძალულ ვიზიტებზე, სავარაუდოდ, მაინც წავა

 

 

საქართველოს პრეზიდენტის დაუმორჩილებლობის მეორე ტალღა - სალომე ზურაბიშვილი 31 ოქტომბერს დანიაში, სავარაუდოდ, მაინც წავა. ეს იქნება პირველი აკრძალული ვიზიტი საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტის შემდეგ.  "ოცნების" მუქარების მიუხედავად, პრეზიდენტი პარტნიორებს მაინც შეხვდება. ეს ინფორმაცია დღეს უკვე ორბელიანების სასახლიდან ოპოზიციამ გამოიტანა. სალომე ზურაბიშვილმა დახურულ შეხვედრაზე პოლიტიკოსებს პირდაპირ უთხრა, რომ უმოქმედოდ ყოფნას არ აპირებს.

პრეზიდენტი მოქმედებაზე გადადის, "ოცნება" კი მის სრულ დაიგნორებას ცდილობს. მმართველ პარტიას ზურაბიშვილთან მიმართებაში ახალი სტრატეგია აქვს. ხელისუფლების გეგმაა, ზურაბიშვილის პრეზიდენტობას ჩალის ფასი მისცენ და ამით დააკნინონ ქვეყნის მთავარსარდალი.  

რას უპასუხებს საქართველოს პრეზიდენტი "ოცნების" იერიშს? რამდენიმე დღეში სალომე ზურაბიშვილი დუმილს დაარღვევს და ყველა კითხვას პასუხს საჯაროდ გასცემს.

ვვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები