"ოცნების" ახალი ინსპირაცია - შეიქმნება თუ არა ზურაბიშვილი-გახარია-ლომჯარიას ალიანსი?
პრეზიდენტის გააქტიურება "ოცნებისთვის" ახალი ინსპირაციის წყარო გახდა. ოპოზიციის და ზურაბიშვილის გეგმები გაშიფრულია. ირაკლი კობახიძე ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას აანონსებს. ხელისუფლების მიერ დაწერილი სცენარით პარტიას ზურაბიშვილი-ლომჯარია-გახარია ქმნიან. ეს "ოცნებისთვის" უკვე დადასტურებული ფაქტია და ახლა ცდილობენ საზოგადოება დააჯერონ, რომ პრეზიდენტი გახარიასთან ქმნის პოლიტიკურ ალიანსს.
"ქართული ოცნება" ირწმუნება, რომ სალომე ზურაბიშვილი მათთვის აქტუალური აღარ არის, თუმცა ამავე დროს, პრეზიდენტის ყველა ნაბიჯზე პოლიტიკური ისტერიით რეაგირებს. ორი დღეა, რაც ათონელის რეზიდენცია შეხვედრების ეპიცენტრია და უკვე გაჩნდა ახალი ვერსია ზურაბიშვილის პოლიტიკური გეგმების შესახებ. რაც შეეხება გახარიას პარტიას, ყოფილი პრემიერის თანაგუნდელები კობახიძის ჭორებზე კომენტარსაც არ აკეთებენ.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.