"ოცნების" ახალი თავისტკივილი - Mona.Ge შავ სიაში კიდევ 13 საჯარო მოხელე მოხვდა
პლატფორმა "მონა. ჯი" ხელისუფლებისთვის სულ უფრო დიდი ნერვიულობის მიზეზი ხდება. პირველად შავ სიაში "ქართული ოცნების" დეპუტატები მოხვდნენ. რუსული კანონის ინიციატორებს მედიის წინააღმდეგ წამოწყებული ახალი სადამსჯელო ოპერაცია პოლიტიკური ფასი უკვე დაუჯდათ. დღეიდან მათი სახელები და გვარები პოლიტიკური მონების ჩამონათვალში შეინახება.
"ოცნების" დეპუტატები მარტო არ არიან. ჯამში იდენტიფიცირებული 13 საჯარო მოხელე, რომლებმაც პოლიტიკური დავალებები შეასრულეს. შავი სიის სათავეში მოხვდნენ ლაზარე გრიგორიადისის საქმის მოსამართლეები და ცრუ მოწმეები. ასევე სუსისა და პოლიციიის ის თანამშრომლებიც, ვინც აქციებს არბევენ და სამოქალაქო აქტივისტებს ემუქრებიან.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.