28 მლნ სახელმწიფო შესყიდვებიდან - როგორ მდიდრდებიან ყოფილი ჩინოვნიკები?
როგორ მდიდრდებიან ყოფილი ჩინოვნიკები? - გაშიფრულია სქემა, რითაც ირკვევა, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემის ექსხელმძღვანელის სულხან ზუმბურიძის კომპანია ბიუჯეტიდან მილიონებს კონკურენციისა და ტენდერების გარეშე იღებს. დიდი ფულის გარდა ამ კომპანიის სახელზეა გაფორმებული 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელიც სახელმწიფომ 49 წლიანი ვადით გადასცა. ექსჩინოვნიკი გავლენებით ამ დრომდე სარგებლობს.
ზუმბურიძეს მჭიდრო ურთიერთობა აქვს "ოცნების" გარემოცვასთან. მისი ერთ-ერთი კომპანიიის მეწილე დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილია. ირკვევა, რომ სულხან ზუმბურიძე სახელმწიფო კომპანიის მმართველად მუშაობის პერიოდშიც ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ჩინოვნიკი იყო. მისი საქმიანობის დროს აუდიტმა ელექტროსისტემების კომპანიაში 76 მილიონი ზარალი დათვალეს, თუმცა პროკურატურამ ამ საქმეზე არაფერი გამოიძია და ჩინოვნიკს არავინ ჰკითხა, სად გაიფლანგა მილიონები.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.