პოლიციის შენობა, როგორც კონტრაბანდული სიგარეტის და უკანონო იარაღის სამალავი - შსს-ს უპრეცედენტო სკანდალი
უპრეცედენტო სკანდალი ვახტანგ გომელაურის უწყებაში - აგარის პოლიციის შენობა თვეების განმავლობაში კონტრაბანდული სიგარეტისა და უკანონო იარაღის სამალავად იყო ქცეული. აგარის პოლიციის შეფს ხელბორკილები გვიან ღამით დაადეს. სპეცოპერაცია სამინისტროს მაღალჩინოსნის ასაყვანად მის სახლში ჩატარდა. დაკავებულის ავტომობილის, საცხოვრებელი სახლისა და სამუშაო ოთახის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის უაქციზო სიგარეტი, ცეცხლსასროლი იარაღები, ვაზნები, მჭიდები და ფული.
თვეების განმავლობაში პოლიციის მაღალჩინოსანს დიდი ოდენობით კონტრაბანდული სიგარეტი ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოჰქონდა და ყიდდა. უაქციზო სიგარეტი იყიდებოდა, სავარაუდოდ, იმ მაღაზიაშიც, რომელიც სოსო გელაშვილის მშობლების საკუთრებაა. ახლა გამოძიება ადგენს, პოლიციის მაღალჩინოსანი მარტო მოქმედებდა თუ მას თანამზრახველები ყავდა. არა არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.
სოსო გელაშვილს 10 წლით პატიმრობა ემუქრება. ეს საქმე კი არ არის ერთადერთი სკანდალი, რომელშიც პოლიციელი გაეხვა.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.