კახა კუჭავა, ვიქტორ ყიფიანი - ჭიჭინაძე იმ პირებს ასახელებს, ვინც ახალ პოლიტიკურ ცენტრში იქნებიან

24.10.23 19:31
კახა კუჭავა, ვიქტორ ყიფიანი - ჭიჭინაძე იმ პირებს ასახელებს, ვინც ახალ პოლიტიკურ ცენტრში იქნებიან

თებერვალ-მარტში იქნება ახალი სიმძიმის ცენტრი, სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ - ეს განცხადება "ტრიბუნას" ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა. დავით ჭიჭინაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის პროექტია და მისგან ლიდერს ქმნიან. 

ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ "ქართული ოცნების" ყოფილი წევრებიც იქნებიან ამ ახალ ცენტრში - მათ შორის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა, ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი.

ვხედავთ, რომ იკვეთება ახალი სიმძიმის ცენტრი - აი, პრეზიდენტი, ყველაზე კარგი ინსტიტუტი, სადაც შეიძლება ახალი სიმძიმის ცენტრი შეიქმნას. ვუყურებთ, რომ რეალურად, სალომე ზურაბიშვილი არის ამ ქვეყნის ევროპული არჩევანი და მის გარშემო მდგომი ადამიანები - ყოფილი სახალხო დამცველი იქნება თუ სხვა.

„ლელო“ არ უარყოფს, რომ მეგობრები არიან პრეზიდენტის. არცერთი პოლიტიკური პარტია ასეთ სახელს არ დაირქმევს. როცა პოლიტიკური ძალა ამას გამოხატავს, ნიშნავს, რომ ის არის მზად თანამშრომლობისთვის.

თებერვალი, მარტი და გამოჩნდება ყველაფერი - იქნება ახალი სიმძიმის ცენტრი, რომელიც არც ენმ-სთან იქნება ასოცირებული და არც "ქართულ ოცნებასთან", იქნება პროდასავლური ღირებულების მატარებელი პოლიტიკური ძალა, ამ სტატუსის მომტანის პოზიციონირებით იქნება წარმოჩენილი. „ქართული ოცნება“ თვითონ ემიჯნება, გაიძახის, არ გვინდა ასეთი სტატუსი, თუ ამას დაგვაყვედრიან - რეალურად, გამოდის, რომ ოცნება ამ სტატუსს ვერ დაიწერს,“ - ამბობს ჭიჭინაძე.
 

მსგავსი სიახლეები