ირაკლი ბებუას სიცოცხლე საფრთხეშია - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
ირაკლი ბებუას სიცოცხლე საფრთხეშია! - პარლამენტთან ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ბებუას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები მთავრობისგან მოქმედებას ითხოვენ, რომ ირაკლი ბებუა ციხიდან კლინიკაში გადაიყვანონ.
პატიმრის ჯანმრთელობა ბოლო დღეებია დამძიმდა. ოჯახი შველას და სახელმწიფოს მოქმედებას ითხოვს.
ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს აფხაზეთში, კულტურის სახლის წინ აფხაზური დროში დაწვის ფაქტზე და ამავე წლის 8 დეკემბერს ე.წ. სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და არსებითია მისი დროული გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად გაუარესების თავიდან აცილებისა და მისი უსაფრთხოების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.