ნონიაშვილი 4 ბერკეტზე საუბრობს, რაც მთავრობას დატყვევებული მოქალაქეების გასათავისუფლებლად შეუძლია გამოიყენოს

24.10.23 19:53
ნონიაშვილი 4 ბერკეტზე საუბრობს, რაც მთავრობას დატყვევებული მოქალაქეების გასათავისუფლებლად შეუძლია გამოიყენოს

რა ბერკეტები აქვს ხელისუფლებას ოკუპანტ რეჟიმზე ზემოქმედების და დატყვევებული მოქალაქეების გათავისუფლების - "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი ნონიაშვილი იმ მთავარ 4 საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ხელისუფლებას შეუძლია ამ ეტაპზევე გამოიყენოს.

როგორც ნონიაშვილი ამბობს, მაგალითად, ირაკლი ბებუას შემთხვევაშიც, მთავრობას ტყვეების გაცვლის საკითხის წამოწევა შეეძლო, თუმცა ასე არ მოიქცა. ნონიაშვილი პარლამენტთან ბებუას მხარდამჭერ აქციაზე იმყოფება და ხელისუფლებას დაკავებული მოქალაქეების პატიმრობაში დატოვების გამო აკრიტიკებს.

ჩვენი ხედვა მოიცავს 4 საკითხს - პირველი, ეს არის ტყვეთა გაცვლის საკითხი, რაა ბერკეტიც ხელისუფლებას, ფაქტობრივად, გამოცლილი აქვს ხელიდან. იმიტომ, რომ ერთი მხრივ, ჯაშუშები, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურებზე მუშაობდნენ, ან ვისი გადაცემითაც რუსული მხარე იყო დაინტერესებული, გაუშვა, ზოგ შემთხვევაში პოლიტიკურ პატიმრებად. მეორე მხრივ, 2012 წლიდან დღემდე არცერთი ჯაშუში არ გამოუვლენია. ასეთ დროს ასეთი ადამიანების დაკავება მნიშვნელოვანია ბერკეტია, რომლის გაცვლა შეგიძლია იმ ადამიანში, ვისითაც ხარ დაინტერესებული, მაგალითად, ირაკლი ბებუასი. ასეთი ბერკეტი არ არსებობს და უნდა გვქონდეს, როდესაც ამ ხელისუფლებას დავამარცხებთ.
მეორე, უნდა იყოს საერთაშორისო წნეხის გაზრდა. ის, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ყველა ტიპის შეხვედრა, კონფერენცია ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგალითად, გაეროს ტრიბუნიდან პრემიერმა რატომ არ დაუთმო დრო მცოცავ ოკუპაციაზე საუბარს ან ბებუაზე? ან ის, რომ შეიძლება სხვადასხვა პარტნიორი ქვეყნით შეიძლება მოახდინო ზემოქმედება, მაგალითად, თურქეთი ხშირად კისრულობს ხოლმე შუამავლის როლს.
მესამე, ეს არის უფასო ჯანდაცვის სერვისებს, იცით, რომ იღებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები. მათ შორის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები იღებენ ასეთ უფასო სერვისებს საქართველოში და უნდა სრული შეზღუდვა უნდა მოხდეს - ეს არის ზემოქმედების ბერკეტი, რომლითაც შეიძლება გავლენა და ზემოქმედება მოახდინო, რომ დაითანხმო ტყვეობიდან გაათავისუფლო.
მეოთხე საკითხი, ეს არის ენგურჰესის ფუნქციონირების საკითხის დასმა, როგორც ზემოქმედების ბერკეტად. 10-15 წლის წინ ჩვენი საერთო ენერგო მოხმარება ენგურჰესის გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული, ანუ ჩვენი საერთო მოხმარების 25 პროცენტი ეჭირა ენგურჰესის ელექტროენერგიას და დღეს ეს პროცენტი არის 5. დანარჩენი ძირითადი ნაწილი საოკუპაციო რეჟიმს მიაქვს და წარმატებულად ამუშავებენ კრიპტოვალუტის მაინერებს. ან ენგურჰესის ფუნქციონირების შეწყვეტის საკითხზე უნდა ელაპარაკო - გვაქვს ზემოქმედების ბერკეტები,“ - ამბობს ნონიაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები