შემდეგი ეტაპის ზღვარზე ვართ - მისი მიზანი "ჰამასის" განადგურებაა - ნეთანიაჰუ

24.10.23 19:59
შემდეგი ეტაპის ზღვარზე ვართ - მისი მიზანი "ჰამასის" განადგურებაა - ნეთანიაჰუ

"შემდეგი ეტაპის ზღვარზე ვართ. მისი მიზანი "ჰამასის" განადგურებაა", - ეს განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკეთა. 

ნეთანიაჰუმ, მედიის ინფორმაციით, ღაზის საზღვრის მიმდებარედ განლაგებულ თავდაცვის ძალებს მიმართა: "არ გავჩერდებით, სანამ ამ მიზანს არ მივაღწევთ".

7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. 

მსგავსი სიახლეები