რასთან გვაქვს საქმე - უუნარო სახელმწიფოსთან თუ არასაკმარის მონდომებასთან? არ გავჩერდებით - ბებუა

24.10.23 20:33
რასთან გვაქვს საქმე - უუნარო სახელმწიფოსთან თუ არასაკმარის მონდომებასთან? არ გავჩერდებით - ბებუა

"რასთან გვაქვს საქმე - უუნარო სახელმწიფოსთან თუ არასაკმარის მონდომებასთან?," - ამ კითხვით მიმართა მთავრობას პარლამენტთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრმა.

პარლამენტთან ბებუას სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების და ირაკლი ბებუას ოჯახის "უპირობო მოთხოვნა" უკანონო პატიმრის ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანაა.

ირაკლი ბებუას ოჯახის წევრების შეფასებით, სახელმწიფოს გულგრილი დამოკიდებულება აქვს ოჯახის მიმართ.

ჩვენი სახელმწიფო არაა უნარიანი, სამი წლის თავზე საკუთარი მოქალაქე გადმოიყვანოს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რასთან გვაქვს საქმე - უუნარო სახელმწიფოსთან თუ არასაკმარის მონდომებასთან? ამ კითხვაზე ვერ ვცემ პასუხს და თქვენთვის მომინდია, ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი - ოჯახი არ გაჩერდება, სანამ ირაკლი არ იქნება გათავისუფლებული, ვთხოვთ, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, იმიტომ, რომ კარგად ვიცით, აქვთ შესაძლებლობები, რომ იმოქმედონ და გადმოიყვანონ ირაკლი ჩვენთან, მოვითხოვთ, მოხდეს სასწრაფოდ მისი გადმოყვანა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე" - თქვა ირაკლი ბებუას ოჯახის წევრმა, თამუნა ბებუამ.

მსგავსი სიახლეები