სოფო ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც შიდა პარტიული ბრძოლებია დაწყებული - მელია
ნიკა მელია "რეაქციაში" აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელს სოფო ჯაფარიძეს პარტიაში ებრძვიან. როგორც პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, შიდაპარტიული დაპირისპირება ახლა სოფო ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარეობს.
სოფო ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც შიდა პარტიული ბრძოლებია დაწყებული, გაუგებარი. ეს არის სენი, როგორც ჩანს, იმ ადამიანების, რომლებიც არქაული პოლიტიკური მეთოდები აქვთ ბრძოლის. დილით იღვიძებენ, ფიქრობენ რა ავნონ საკუთარ თანაგუნდელს და არა ივანიშვილს,“ - ამბობს მელია.