სამართლიანი, უანგარო კრიტიკისა და პროტესტის ეშინიათ - გიორგი სავანელი
"სამართლიანი, უანგარო კრიტიკისა და პროტესტის ეშინიათ," - ასე აფასებს ტრენინგების საქმეზე სუს-ში მიმდინარე გამოძიებას რეჟისორი გიორგი სავანელი, რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა.
რეჟისორი ამბობს, რომ ამ საქმის წარმოება კრიტიკული აზრის ჩახშობას ემსახურება.
მარტის რუსული კანონი, შემდგომ იგივე კარვების და კონსტრუქციის აკრძალვა, სიძულვილის ენის აკრძალვის კანონი, ინდიგოს და ებერტის ფონდის ლექციები, ანუ ეს არის აბსოლუტურად ერთი ჯაჭვის სხვადასხვა რგოლი, თუ სადმე რაიმე კრიტიკული შეიძლება ისმოდეს, ის წერტილები ჩაახშონ მაქსიმალურად. ეს ჩვენი „ქეისი“ ერთ-ერთი რგოლია, რასაც ჩაეჭიდნენ, რომ ამ ადამიანებიდან შექმნან ოდიოზური სახეები და ისინი ცდილობენ, რაც საშინელებაა, ისინი ადამიანებზე რომ არ ფიქრობენ, ცხადია, ჩვენ ე.წ. კულტურის პოლიტიკის პირობებში, პრაქტიკულად, სახელმწიფოს მხრიდან ვართ იგნორირებული. მეორე, იგნორირებაზე უარესი ის არის, რომ მიზანმიმართულად, სახელებით ვიცით ადამიანები, რომ პირდაპირ ცდილობენ ჩვენს დისკრედიტირებას, ჭორებით ცდილობენ,“ - ამბობს გიორგი სავანელი.