ორი საქართველო არსებობს - ინგლისურ ენაზე და ქართულ ენაზე - გიორგი მელაძე

24.10.23 22:45
ორი საქართველო არსებობს - ინგლისურ ენაზე და ქართულ ენაზე - გიორგი მელაძე

"ორი საქართველო არსებობს - ინგლისურ ენაზე და ქართულ ენაზე... მგონია, რომ გასაოცარი დემოკრატიის ჩანაფიქრი სწორედ ეს იყო, დღეს აღმოვაჩინეთ, როცა უკვე მასიურად შეგვეხო," - ეს განცხადება CANVAS-ის დირექტორმა გიორგი მელაძემ გააკეთა.

მელაძე "რეაქციაში" ამბობს, რომ სულ მალე ინგლისური ენიდან ქართულ ენაზე თარგმნიან წიგნს, სადაც შინაარსი სრულად შეცვლილია.

ორი საქართველო არსებობს - ინგლისურ ენაზე და ქართულ ენაზე, ამათ შორის აღარ არის ხიდი. ქართულ ენაზე ვცხოვრობთ ჩვენ, ინგლისურ ენაზე ცხოვრობს მთელი დანარჩენი სამყარო, რომელიც ჩვენ აღგვიქვამს. დღეს ზუსტად მისახელებდნენ წიგნს, რომელშიც არის იმდენი შეცდომა, რომ ქართულად გადმოთარგმნისას ის ყველაფერი შეიცვალა, შეუძლებელია ქართულად გამოიცეს ის წიგნი ისე. ეს წიგნი გამოვა და აუცილებლად დიდი სკანდალი იქნება - ინგლისურად სულ სხვა ისტორია დაიწერა, ქართულად სულ სხვა ისტორია გადმოითარგმნა.

ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, თუ თქვენ უცხოურ ანგარიშებს წაიკითხავთ - ინგლისურად ერთი წერია, ქართულად სხვას გვითარგმნიან ხოლმე. მგონია, რომ გასაოცარი დემოკრატიის ჩანაფიქრი სწორედ ეს იყო, დღეს აღმოვაჩინეთ, როცა უკვე მასიურად შეგვეხო,“ - ამბობს გიორგი მელაძე.

მსგავსი სიახლეები