ენმ-ს და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერები კოალიციის ფარგლებში, კონგრესმენ რობერტ ადერჰოლტს შეხვდნენ

25.10.23 10:36
ენმ-ს და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერები კოალიციის  ფარგლებში, კონგრესმენ რობერტ ადერჰოლტს შეხვდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონგრესში, ისევე როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში მაღალი დონის შეხვედრები ჩაატარეს და როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ეს იყო მკაფიო გზავნილი მათი მხრიდან;

„დღევანდელი გეოპოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე არსებობს უნიკალური შესაძლებლობა, რომ საქართველომ გააღრმაოს ურთიერთობები აშშ-თან, სტრატეგიული ურთიერთობა, ეკონომიკური ურთიერთობა და წინ წაიწიოს ევროატლანტიკურ  სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელსაც არ იყენებს ივანიშვილის ხელისუფლება და არ იყენებს, რა თქმა უნდა, მიზანმიმართულად, რადგან ნაცვლად ამერიკის შეერთებული შტატებისა, აახლოებს ურთიერთობას რუსეთთან, ჩინეთთან და ქართველ ხალხს აძლევს შესაძლებლობას, რომ რეალიზება მოხდეს ჩვენი ისტორიული არჩევანის, რომ გავხდეთ ევროატლანტიკური ოჯახის ნაწილი, ამიტომ ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ დავიცვათ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანი, დავიცვათ საქართველოს ეროვნული ინტერესი, რომ გახდეს ნატო-ს წევრი, ევროკავშირის წევრი. ფორმალური გადაწყვეტილების მიღების წევრი, რა თქმა უნდა, აშშ არ არის კანდიდატის სტატუსზე, მაგრამ ამერიკას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, მათ შორის ამ გადაწყვეტილებაში, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა დღეს კონგრესში, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტში და ყველგან ვიღებთ მხარდაჭერის ძალიან მკაფიო და ძალიან მყარ გზავნილს, რომ აშშ არის ქართველი ხალხის გვერდით და ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმის მცდელობის მიუხედავად, რომ დაკარგოს ევროატლანტიკური მომავალი ჩვენ ეს მომავალი დავიცვათ და წინ წავიწიოთ.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ

მსგავსი სიახლეები