უკრაინასთან და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკება დაიწყება, საქართველოს ბედი კი ისევ ჰაერშია

25.10.23 11:08
უკრაინასთან და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკება დაიწყება, საქართველოს ბედი კი ისევ ჰაერშია

უკრაინასთან და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკება დაიწყება, საქართველოს ბედი კი ჯერ ისევ გაურკვეველია. ამის შესახებ ბრიტანული გავლენიანი გამოცემა "როიტერი"  ევროკავშირში სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გავლენიანი გამოცემის ცნობით, არ არის გამორიცხული, უკრაინას და მოლდოვას გარკვეული პირობებიც წაუყენონ, რომ კორუფციასთან ბრძოლაში მეტი ძალისხმევა ჩადონ. მათივე ინფორმაციით, საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ლიდერებს გადაწყვეტილების მიღება უჭირთ. 

ამ მძიმე  პროგნოზის ფონზე კი ღარიბაშვილი ბრიუსელშია. პრემიერის მინისტრის სიტყვით გამოსვლა "გლობალური კარიბჭის" ფორუმზე ცოტა ხაში იწყება. ღარიბაშვილს ახლა ევროპელი ლიდერებისთვის პირადად მოუწევს პასუხების გაცემა, ასრულებს თუ არა ქვეყანა 12 რეკომენდაციას. 

მსგავსი სიახლეები